მინი იმპლანტები

რა არის ორთოდონტია?

ორთოდონტია მოიცავს  ყბასახისა და კბილთა სისტემის ანომალიების შესწავლას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. პროფესიონალი ორთოდონტის მიერ ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობის გეგმის შედგენა, რის შედეგადაც უმჯობესდება არსებული ანომალიები.

როგორ ხდება ორთოდონტული მკურნალობა?

ორთოდონტური მკურნალობის დროს გამოიყენება ორთოდონტული აპარატები /კონსტრუქციები: ფირფიტები, კაპები, ბრეკეტები, ექსპანდერები და მინი იმპლანტები.

რა არის მინი იმპლანტები და რა დროს გამოიყენება?

მინი იმპლანტები წარმოადგენს ტიტანის დროებით საყრდენებს, რომლებიც ყბა-კბილთა გასწორების (ორთოდონტული) მკურნალობისას გამოიყენება. მინი იმპლანტები ეფექტურად ეხმარება კბილებს საჭირო მიმართულებით გადაადგილებაში.

რა უპირატესობა აქვს მინი იმპლანტებს?

მინი იმპლანტების ჩასმის შემთხვევაში შესაძლოა სრულიად აღარ დასჭირდეს პაციენტს ბრეკეტების გაკეთება ან მინიმუმამდე შემცირდეს ბრეკეტების ტარების პერიოდი.

მტკივნეულია თუ არა მინი იმპლანტების ჩასმა?

იმპლანტის მოთავსება ხდება ანესთეზიის ქვეშ, რის შედეგადაც პროცედურა უმტკივნეულოა. იმპლანტის მოთავსების მანიპულაცია საშუალოდ 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. პაციენტი ჩასმის შემდეგ მაშინვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.