რა არის ორთოდონტია?
ორთოდონტია მოიცავს ყბა–სახისა და კბილთა სისტემის ანომალიების შესწავლას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. პროფესიონალი ორთოდონტის მიერ ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობის გეგმის შედგენა, რის შედეგადაც უმჯობესდება არსებული ანომალიები.
როგორ ხდება ორთოდონტული მკურნალობა?
ორთოდონტური მკურნალობის დროს გამოიყენება ორთოდონტული აპარატები /კონსტრუქციები: ფირფიტები, კაპები, ბრეკეტები, ექსპანდერები და მინი იმპლანტები.
რა არის ფირფიტები?
ფირფიტები წარმოადგენს ორთოდონტულ კონსტრუქციას, რომელიც გამოიყენება 5-10 წლის ბავშვებში. მკურნალობის პროცესის გახალისების მიზნით, არსებობს სხვადასხვა ფერის ფირფიტები, რომლებსაც მოყვება შესანახი კოლოფები.
რამდენი წლიდან მივიყვანოთ ბავშვი ორთოდონტთან?
ყბებთან და კბილებთან დაკავშირებული პრობლემების უმეტესობა ბავშვთა ასაკში იწყებს განვითარებას. სწორედ ამიტომ, რეკომენდირებულია ბავშვის ორთოდონტთან ვიზიტი 5-6 წლის ასაკში.
რა უპირატესობა აქვს ადრეულ ასაკში მკურნალობის დაწყებას?
ადრეულ ასაკში ორთოდონტული მკურნალობის დაწყება ხელს უწყობს ყბის ძვლის სწორ განვითარებას და ყბა-კბილთა სისტემის სწორ ჩამოყალიბებას. 5-6 წლის ასაკში შედეგის მიღწევა და შენარჩუნება გაცილებით მარტივია.
რთულია თუ არა ფირფიტების შეგუება ბავშვისთვის?
საშუალოდ 3 დღეში, მას მერე რაც ბავშვი გაივლის მეტყველების და კვების ადაპტაციას, იგი მარტივად ეჩვევა ფირფიტის ტარებას.