ექსპანდერები

რა არის ორთოდონტია?

ორთოდონტია მოიცავს  ყბასახისა და კბილთა სისტემის ანომალიების შესწავლას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. პროფესიონალი ორთოდონტის მიერ ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობის გეგმის შედგენა, რის შედეგადაც უმჯობესდება არსებული ანომალიები.

როგორ ხდება ორთოდონტული მკურნალობა?

ორთოდონტური მკურნალობის დროს გამოიყენება ორთოდონტული აპარატები /კონსტრუქციები: ფირფიტები, კაპები, ბრეკეტები, ექსპანდერები და მინი იმპლანტები.

რა არის ექსპანდერი?

ექსპანდერი არის ყბის გასაფართოვებელი, მოუხსნელი აპარატი, რომელიც თანკბილვის კორექციისთვის გამოიყენება. მაგრდება ძირითადად ზედა ყბაზე, სასის მხრიდან და ვიზუალურად შეუმჩნეველია.

როდის გამოიყენება ექსპანდერი?

ექსპანდერი გამოიყენება ბავშვებში, 6-7 წლიდან ზედა ყბის შესავიწროვებლად, ცხვირით სუნთქვის პრობლემების აღმოსაფხვრელად და მუდმივი კბილებისთვის ადგილის დეფიციტის დროს. შედეგად პაციენტი იწყებს სწორად სუნთქვას, მუდმივი კბილების ამოჭრა ხდება სწორად

მტკივნეულია თუ არა ექპანდერის ტარება?

ექსპანდერის ტარება არ არის მტკივნეული. დამაგრების დროს პაციენტი გრძნობს ყბის დაჭიმულობას, რომელიც 5 წუთში გაუვლის.

რამდენ ხანში მიიღწევა სასურველი შედეგი?

სასურველი შედეგის მიღწევა დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე, პაციენტის საჭიროებაზე. საშუალოდ ექსპანდერი 9 თვის განმავლობაში გამოიყენება.

რატომ უნდა მივმართო ორთოდონტს დროულად?

დროულად მიმართვის შემთხვევაში მკურნალობა ბევრად უფრო მარტივი და ეფექტურია. მუდმივი კბილების ამოჭრის პროცესი მიმდინარეობს სწორად და სუნთქვის დარღვევის პრობლემებიც იხსნება.