Invisalign – კბილების გასწორება ბრეკეტების გარეშე
შემოუერთდი, მსოფლიოს მასშტაბით, 17 მილიონზე მეტ ბედნიერ ღიმილს!
Invisalign სისტემა წარმოადგენს ინოვაციას თანამედროვე ორთოდონტიაში. რომელიც გულისხმობს კბილების გასწორებას უხილავი კაპებით (ელაინერებით) უმოკლეს დროში, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე.
ბრეკეტების უხილავი ალტერნატივა!
Invisalign სისტემა გათვლილია როგორც ბავშვებზე (Invisalign Kids), ასევე ზრდასრულებზე. არის უხილავი, სწრაფი და კომფორტული.
Invisalign სისტემის უპირატესობები
რკინის კონსტრუქციებისგან (მეტალის ბრეკეტებისგან) განსხვავებით, Invisalign სისტემით მკურნალობას ახასიათებს შემდეგი უპირატესობები:
- რთულად შესამჩნევია, გამჭვირვალეა
- მარტივად შესაგუებელია
- ჰიგიენა მარტივად დასაცავია
- არ საჭიროებს ექიმთან რეგულარულ ვიზიტებს
- საჭიროებისამებრ შესაძლებელია მოხსნა (ჭამის დროს, შეხვედრებზე, პირის ჰიგიენისას და ა.შ.)
სასურველი ეფექტის მიღება შესაძლებელია 4 თვიდან 2 წლამდე, დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე.
არის თუ არა აუცილებელი ინვიზალაინის მუდმივად ტარება?
კაპების მოხსნა შესაძლებელია საკვების მიღების და ჰიგიენური პროცედურების ჩატარების დროს. დანარჩენ შემთხვევაში, საუკეთესო შედეგის მისაღებად აუცილებელია ტარება.
აზიანებს თუ არა კაპები კბილებს?
კაპები დამზადებულია სპეციალური თერმოპლასტიკური, სამედიცინო მასალისგან (SmartTrack), რომელიც განკუთვნილია მუდმივად სატარებლად და შესაბამისად არ აზიანებს კბილებს და ღრძილებს. მასალა შემუშავებულია სპეციალურად Invisalign სისტემისთვის.
ვის შეუძლია Invisalign სისტემით მკურნალობის ჩატარება?
Invisalign სისტემით მკურნალობა მხოლოდ სპეციალურად მომზადებულ, სერთიფიცირებულ ორთოდონტებს შეუძლიათ. საქართველოში მხოლოდ რამოდენიმე ექიმ ორთოდონტს აქვს მკურნალობის ლიცენზია და მათ შორის ერთ–ერთი პირველი ექიმი ანა მეტრეველია, რომელიც ანა მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრის მთავარი ორთოდონტია.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.invisalign.com