რა არის კარიესი?
კარიესი არის პროცესი რომლის დროსაც მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება, რის შემდეგაც წარმოიქმნება კარიესული ღრუ. კარიესის წარმოშობის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს კბილის ზედაპირზე მიმაგრებული მიკროორგანიზმები, არასრულფასოვანი ჰიგიენა, არასწორი კვება და სხვა
როგორ ხდება კარიესის მკურნალობა?
კარიესის მკურნალობის დროს მუშავდება კარიესის ღრუ და ივსება საჭირო საბჟენი მასალით. მკურნალობის შედეგად ჩერდება კარიესის პროგრესირება, არსებული დეფექტი მთლიანად აღდგება და კბილს უბრუნდება პირვანდელი ფორმა და ფუნქცია.
როგორ მივხვდე, რომ მაქვს კარიესი?
თუ თქვენ გაქვთ შემდეგი ჩივილებიდან რომელიმე ან რამოდენიმე ერთად, შესაძლოა გქონდეთ კარიესი და რეკომენდირებულია ექიმთან ვიზიტი.
- კბილის ტკივილი ღეჭვის დროს
- მომატებული მგრძნობელობა ცივი/ცხელი საკვების მიღებისას
- კბილის ფერის შეცვლა
- კბილის ქსოვილის დაშლა
რა მოხდება თუ დროულად არ მივმართავ ექიმს?
თუ კარიესის დროს დროულად არ მიმართავთ ექიმს, კარიესის პროცესი პროგრესირდება და დააზიანებს კბილის ჯანსაღ ნაწილს, გამოიწვევს არხის დაზიანებას და საბოლოოდ შესაძლოა კბილის ამოღებაც კი დაგჭირდეთ.
არის თუ არა მკურნალობა უსაფრთხო?
ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ ცენტრში უმაღლეს დონეზეა დაცული პაციენტის უსაფრთხოების ნორმები.ძირითად შემთხვევებში ხდება ერთჯერადი ინსტრუმენტების გამოყენება. მრავალჯერადი ინსტრუმენტები გადიან სტერილიზაციის ყველა საჭირო ეტაპს, ბოლო თაობის სასტერილიზაციო აპარატურით.
რა არის ენდოდონტური მკურნალობა?
ენდოდონტია წარმოადგენს არხების მკურნალობას, რომელიც ძირითად შემთხვევებში დაგვიანებული კარიესული მკურნალობის შედეგად არის გამოწვეული. ენდოდონტური მკურნალობის დროს ხდება პაციენტის კბილის არხების გასუფთავება მიკროფლორისგან, დამუშავება და ჰერმეტულად დაბჟენა.
როგორ ხდება არხების მკურნალობა?
ანნა მეტრეველის კლინიკაში არხების მკურნალობა ხდება თანამედროვე აპარატურული აღჭურვილობით. კერძოდ, სტომატოლოგიური მიკროსკოპით, რაც უზრუნველყოფს სამკურნალო არეალის მაქსიმალურ ვიზუალიზაციას და უმაღლესი ხარისხის შედეგს.
გარდა თანამედროვე აპარატურისა, ცენტრში გამოიყენება უმაღლესი ხარისხის სამკურნალო მასალა, რაც უზრუნველყოფს შედეგის მაქსიმალურ ხარისხს და გამძლეობას.
რა იწვევს არხების დაზიანებას?
არხების დაზიანება შესაძლოა გამოიწვიოს ღრმა კარიესმა, ნერვის ანთებამ (პულპიტი), ტრავმამ (კბილის მოტეხილობა) ან კბილის გარშემო ქსოვილების ანთებითი პროცესი (პაროდონტიტი)
როგორ მივხვდე, რომ მესაჭიროება არხების მკურნალობა?
თუ თქვენ გაქვთ შემდეგი ჩივილები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
- კბილის პერიოდული უმიზეზო ტკივილი დღის განმავლობაში
- კბილის ტკივილი ღამის განმავლობაში
- მომატებული მგრძნობელობა ცივ ან ცხელ საკვებზე
- კბილის ფერის შეცვლა
- უსიამოვნო სუნი
რა მოხდება თუ დროულად არ მივმართავ ექიმს?
თუ ზემოთ აღნიშნული სიმპტომები გაქვთ და დროულად არ მიმართავთ ექიმს, პროცესი პროგრესირდება, ტკივილი გაძლიერდება და გახშირდება. საბოლოოდ შესაძლოა კბილის გადარჩენა ვერ მოხერხდეს და ამოღებაც კი დაგჭირდეთ.
არის თუ არა მკურნალობა უსაფრთხო?
ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ ცენტრში უმაღლეს დონეზეა დაცული პაციენტის უსაფრთხოების ნორმები. ძირითად შემთხვევებში ხდება ერთჯერადი ინსტრუმენტების გამოყენება. მრავალჯერადი ინსტრუმენტები გადიან სტერილიზაციის ყველა საჭირო ეტაპს, ბოლო თაობის სასტერილიზაციო აპარატურით.
რა არის ფისურების ჰერმეტიზაცია?
ფისურების ჰერმეტიზაცია (ჩაბეჭდვა) წარმოადგენს მუდმივი კბილების სპეციალური, თხევადი ბჟენით დაფარვას. საღეჭი კბილების ფორმისა და სტრუქტურის თავისებურებიდან გამომდინარე, რთულია ჰიგიენის სწორად დაცვა, განსაკუთრებით საღეჭ კბილებზე, როდესაც კბილის ჯაგრისი ვერ ხვდება კბილის ზედაპირზე არსებულ ჩაღრმავებებში (ფისურებში). შედეგად გროვდება საჭმლის ნარჩენები და წარმოიშვება კარიესი. სწორედ აღნიშნული ფისურების ამოვსება ხდება სპეციალური თხევადი ბჟენით, რაც ახდენს კარიესის პრევენციას.
რა მასალით კეთდება ფისურების ჰერმეტიზაცია?
ფისურების ჰერმეტიზაცია კეთდება სპეციალური თხევადი ბჟენით -სილანტებით, რომელიც შეიცავს ფტორს და კალციუმს. თხევადი, სხივგამყარებადი მასა მარტივად ჩაიჟონება ფისურებში და სხივის მეშვეობით მაგრდება და იცავს კბილებს ბაქტერიებისგან.
ვინისთვის არის რეკომენდირებული ფისურების ჰერმეტიზაცია?
ფისურების ჰერმეტიზაცია (ჩაბეჭდვა) კეთდება 6 -14 წლის მოზარდებში. იმისათვის, რომ გაკეთდეს ჰერმეტიზაცია აუცილებელია კბილი იყოს ჯანსაღი, სწორედ ამიტომ ფერმეტიზაცია კეთდება მუდმივი საღეჭი კბილების ამოსვლისთვანავე.
რამდენი ხანი გრძელდება ჰერმეტიცაზიის ეფექტი?
ჰერმეტიზაციის დროს კარიესის გაჩენის რისკი 70-80%-მდე მცირდება.
რას ნიშნავს კბილების პროფესიონალური წმენდა?
კბილების პროფესიონალური წმენდა გულისხმობს სტომატოლოგიურ კლინიკაში ჰიგიენისტის მიერ კბილებიდან ქვების და ნადების მოცილებას სპეციალური აპარატურით. პროცედურა განკუთვნილია პირის ღრუს დაავადებათა პროფილაქტიკის, ჯანსაღი და ლამაზი ღიმილისთვის.
რატომ უნდა ჩავიტარო პროფესიონალური წმენდა?
სახლის პირობებში ვერ ხერხდება კბილების სრულფასოვანი ჰიგიენა. კბილის გარკვეულ ადგილებში ვერ ხდება ნადების სრულად მოცილება. დროთა განმავლობაში კბილზე დარჩენილი ნადები მყარ მასად (ქვებად) იქცევა, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს კბილის ემალს.
პროცედურის უპირატესობები:
- ღრძილის ქსოვილების გაჯანსაღება
- კარიესის პროფილაქტიკა
- ამცირებს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან
- ბუნებრივი ფერის შენარჩუნება
რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩავიტარო პროფესიონალური წმენდის პროცედურა?
რეკომენდირებულია 3-6 თვეში ერთხელ პროფესიონალური წმენდის ჩატარება, რომლის ხანგრძლივობაც საშუალოდ 40წუთია.
როგორ ხდება პროფესიონალური წმენდა?
პროცედურა 3 ეტაპისგან შედგება:
- ულტრაბგერითი (Scaler) აპარატით ხდება კბილების ზედაპირიზე არსებული და ღრძილქვეშა მყარი ნადების (ქვების) მოცილება
- Air-flow სისტემის გამოყენებით, ძნელად მისადგომ ადგილებში ხდება რბილი ნადების მოცილება ანტისეპტიკური ფხვნილით. რბილი ნადები წარმოიქმნება კვებითი საღებავების მოხმარებისას. (ჩაი, ყავა, ფერადი წვენები და ასევე თამბაქო). ამ ეტაპზე კბილების ფერი ნახევარი ტონით თეთრდება.
- ბოლო ეტაპი მოიცავს კბილების პოლირებას აბრაზიული პასტით.