რა არის ღრძილის რეცესია?
ღრძილის რეცესია წარმოადგენს ღრძილის კიდის გადანაცვლებას ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან, რა დროსაც ხდება კბილის ფესვის გაშიშვლება.
რა იწვევს ღრძილის რეცესიას?
გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს:
- არასწორი ორთოდონტული მკურნალობა
- არასწორად გაკეთებული პროთეზი
- პირის ღრუს არასწორი ჰიგიენა
- გენეტიკური ფაქტორები
როგორ ხდება ღრძილის რეცესიის მკურნალობა?
ღრძილების რეცესიის მკურნალობა ქირურგიულ მანიპულაციას წარმოადგენს, რა დროსაც ხდება ღრძილის გადანერგვა დეფექტის მიდამოში.
რა არის აპიკოექტომია?
აპიკოექტომია ქირურგიული მანიპულაციაა, რომლის დროსაც ხდება კბილის ფესვის მწვერვალის მოკვეთა (რეზექცია), მასზე არსებული ინფექციური კერის (კისტა) მოცილების მიზნით, იმფექციურ კერასთან ერთად. ქირურგები აპიკოექტომიას აკეთებენ მას შემდეგ, რაც ენდოდონტიური მკურნალობა საკმარისი არ არის და საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
მანიპულაცია ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება და პაციენტი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
რა არის პირის ღრუს ცისტექტომია?
ცისტექტომია წარმოადგენს ყბა-სახის მიდამოში არსებული კისტების (ცისტების) მოცილებას ქირურგიული გზით, რომელიც კაფსულასთან ერთად სრულად იკვეთება.
როგორ უნდა მივხვდე რომ მესაჭიროება ცისტექტომია?
კისტის აღმოჩენა მხოლოდ რენდგენით ხდება, რომელსაც პაციენტი სტომატოლოგთან ვიზიტის დროს დიაგნოსტიკის პერიოდში თუ აღმოაჩენს. კისტა შეუმჩნეველია და იშვიათად ახასიათებს ტკივილი. გართულებების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია სტომატოლოგთან შემოწმებაზე (check up) ვიზიტი 6 თვეში ერთხელ.
რა არის აუგმენტაცია?
აუგმენტაცია წარმოადგენს პროცესს, რომელიც ქირურგიაში ხელოვნური ძვლის დამატებას/აღდგენას გულისხმობს. პროცედურას ქირურგები მიმართავენ იმპლანტაციამდე, ან უშუალოდ იმპლანტაციის დროს, რადგან პაციენტების უმრავლესობა, რომელთაც დიდი ხნის დაკარგული აქვთ კბილი(ები), ძვლოვანი ქსოვილის ატროფიას (განლევას) გამნიცდიან. იმისათვის, რომ დენტალური იმპლანტაცია სრულფასოვნად განხორციელდეს, აუცილებელია ძვლის მოცულობა. სწორედ ძვლოვანი ქსოვილი საჭირო მოცულობის შესაქმნელად კეთდება აუგმენტაცია.
რა არის სინუს ლიფტინგი?
სინუს ლიფტინგი არის ჰაიმორის ფსკერის აწევა ხელოვნური ძვლის საშუალებით, რა დროსაც ხდება ძვლის მოცულობის შექმნა იმპლანტაციისთვის.
რა არის ტუჩისა და ენის ლაგამის პლასტიკა (ფრენულოპლასტიკა)?
ფრენულოპლასტიკა წარმოადგენს ტიჩისა და ენის ლაგამის დეფექტის პლასტიკას. ლაგამის დეფექტი გულისხმობს მოკლე ლაგამს, რომელიც ხელს უშლის ბავშვის ყბა-სახის მიდამოს განვითარებას და ლამაზი ღიმილის ჩამოყალიბებას. ლაგამის დეფექმა შეიძლება გამოიწვიოს თანკბილვის ანომალიები, ყბის ძვლების ზრდაში ჩამორჩენა, მეტყველების პრობლემა და კვების გაძნელება.
რომელ ასაკშ ია რეკომენდებულილაგამის პლასტიკა?
ლაგამის კორექციისთვის მშობელმა ბავშვი უნდა მიიყვანოს ქირურგთან ადრეულ ასაკში (5-9 წლის), იმისათვის, რომ სწორად ჩამოყალიბდეს ბავშვის ყბა-სახის მიდამო. თუმცა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი კორექციის გაკეთება.
არის თუ არა ლაგამის პლასტიკა მტკივნეული?
ლაგამის პლასტიკა ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება, ერთ ვიზიტში და სრულიად უმტკივნეულოა.
რა არის გინგივექტომია?
გინგივექტომია წარმოადგენს ღრძილების პლასტიკას (კორექციას), რომელიც თანამედროვე სტომატოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ესთეტიკურ ქირურგიულ მანიპულაციას წარმოადგენს. პროცედურა კეთდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დისკომფორტს უქმნის ე.წ. “მოკლე კბილები”. ტუჩების, კბილებისა და ღრძილების ჰარმონია ხომ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ღიმილის მიმზიდველობაში.
როგორ კეთდება გინგივექტომია?
გინგივექტომიის დროს ხდება ღრძილოვანი ქსოვილის მოკვეთა, რაც ვიზუალურად ზრდის კბილების სიმაღლეს. შედეგად მიიღება იდეალური ფორმისა და ზომის კბილები.
რამდენ ხანი ჭირდება მანიპულაციას და რეაბილიტაციას?
გინგივექტომია ერთ ვიზიტში ტარდება. პრპროცედურა სწრაფი, უსაფრთხო და უმტკივნეულოა. რეაბილიტაციას საშუალოდ 1 კვირა სჭირდება.
რა არის კბილის ექსტრაქცია?
კბილის ექსტრაქცია წარმოადგენს კბილის ამოღებას. ანა მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრის ძირითად მიზანს კბილის შენარჩუნება წარმოადგენს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კბილის ამოღება ერთადერთი გამოსავალია. ჩვენი ქირურგები, მაქსიმალური სიფრთხილით და თანამედროვე მეთოდებით ატარებენ მანიპულაციებს, რის გამოც პროცედურა პაციენტისთვის უმტკივნეულო და უსაფრთხოა.
რა არის დენტალური იმპლანტაცია?
დენტალური იმპლანტაცია არის ქირურგიული მანიპულაცია, რომლის დროსაც დაკარგული კბილის ადგილას, ძვალში ხდება ხელოვნური ფესვის (იმპლანტის) მოთავსება. მომდევნო ეტაპზე ხელოვნურ ფესვზე მაგრდება ხელოვნური კბილი (გვირგვინი).
პროცედურა უალტერნატივოა სრულად დაკარგული კბილების აღდგენის შემთხვევაში და მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ტარდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
ანა მეტრეველის სტომატოლოგიურ კლინიკა იყენებს უმაღლესი ხარისხის იმპლანტებს, რომელიც თითქმის გამორიცხავს ინპლანტაციის შემდგომ გართულებებს.
რა არის იმპლანტის უპირატესობები?
ერთი ან რამდენიმე კბილის აღდგენის შემთხვევაში, ხელოვნური გვირგვინისგან განსხვავებით, არ ხდება მეზობელი კბილების დამუშავება. კონსტრუქცია დამოუკიდებლად ჯდება დაკარგული კბილის ადგილას, ძვალში. სრული უკბილობის შემთხვევაში, იმპლანტებზე შესაძლებელია დამაგრდეს, მაგალითად მოსახსნელი პროთეზი, რა შემთხვევაშიც თავიდან ვიცილებთ პროთეზის მოძრაობას საუბრის ან ღეჭვის დროს.
რომელ იმპლანტებს იყენებს ანა მეტრეველის ცენტრი?
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის (შვეიცარია, ისრაელი) იმპლანტებს, რომლებიც თითქმის გამორიცხავს იმპლანტაციის შემდგომ გართულებებს.
რას წარმოადგენს შაბლონით იმპლანტაცია?
შაბლონი წარმოადგენს ინდივიდუალურად, პაციენტის კბილების ანაბეჭდით დამზადებულ კონსტრუქციას, რომლის მეშვეობითაც ხდება იმპლანტის ჩადგმა ძვლოვან სისტემაში. იმპლანტაცია შაბლონის გამოყენებით თანამედროვე სტომატოლოგიის განუყოფელი ნაწილია.
რა უპირატესობები აქვს შაბლონით იმპლანტაციას?
შაბლონით იმპლანტაციის უპირატესობებია:
- იმპლანტი მაქსიმალური სიზუსტით თავსდება ძვლოვან სისტემაში
- პროცედურა ტარდება სწრაფად და უსაფრთხოდ