პაროდონტოლოგია

რა არის პაროდონტოლოგია?

პაროდონტოლოგია არის სტომატოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც შეისწავლის კბილის ირგვლივ  არსებული ქსოვილების დაავადებებს, მკურნალობას და ჯანმრთელად შენარჩუნებას.

რა არის პაროდონტიტი?

პარადონტიტი წარმოადგენს კბილის ირგვლივ არსებული ქსოვილების ანთებას, რომელიც საწყის ეტაპზე მარტივად სამკურნალოა თუმცა გართულების შემთხვევაში იწვევს კბილების დაკარგვას.

რა სიმპტომები აქვს პაროდონტიტს?

პაროდონტიტს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

ღრძილებიდან სისხლდება
უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
ფერშეცვლილი ღრძილები
მომატებული მგრძნობელობა (ცივზე/ცხელზე/მჟავეზე/მწარეზე)
ღრძილის შეშუპება (ჰიპერემია)
ღრძილების პერიოდული ტკივილი

რა იწვევს პაროდონტიტს?

პაროდონტიტი ხშირია 35 წელს გადაცილებულ ადამიანებში. ძირითადი გამომწვევი მიზეზია პირის ღრუს ბაქტერიები, რომლებიც დიდი რაოდენობით ბუდობს კბილებზე დროთა განმავლობაში გაჩენილ ნადებსა და ქვებში. 

როგორ ავირიდოთ თავიდან პაროდონტიტი?

იმისათვის, რომ არ განვითარდეს პაროდონტიტი აუცილებელია პერიოდული (6 თვეში ერთხელ) კბილების ჰიგიენური წმენდის პროცედურის ჩატარება.