რა არის ორთოდონტია?
ორთოდონტია მოიცავს ყბა–სახისა და კბილთა სისტემის ანომალიების შესწავლას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. პროფესიონალი ორთოდონტის მიერ ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობის გეგმის შედგენა, რის შედეგადაც უმჯობესდება არსებული ანომალიები.
როგორ ხდება ორთოდონტული მკურნალობა?
ორთოდონტური მკურნალობის დროს გამოიყენება ორთოდონტული აპარატები /კონსტრუქციები: ფირფიტები, კაპები, ბრეკეტები, ექსპანდერები და მინი იმპლანტები.
რა არის ბრეკეტები და რისთვის გამოიყენება?
ბრეკეტები წარმოადგენს ორთოდონტულ კონსტრუქციას, რომლის საშუალებითაც აღმოიფხვრება ყბებისა და თანკბილვის არასწორი განვითარება.
როგორ უნდა მიხვდე რომ გესაჭიროება ბრეკეტები?
არსებობს რამოდენიმე მიზეზი, როდესაც ბრეკეტებით მკურნალობა აუცილებელია:
- არასწორი, სხვადასხვა მხარეს გადახრილი კბილები
- ერთმანეთზე გადადებული კბილები
- ერთმანეთისგან მკვეთრად დაშორებული კბილები
- არაბუნებრივად გამოწეული ზედა ან ქვედა ყბა
- სუნთქვის ან ღეჭვის პრობლემები
- საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია(ტკივილი, დაჭიმულობა, ტკაცუნი)
- ქვედა ყბის მარჯვნივ ან მარცხნივ გადანაცვლება, ასიმეტრია
რომელ ასაკშია რეკომენდირებული ბრეკეტების გაკეთება?
ბრეკეტების გაკეთება რეკომენდირებულია ბავშვის ადრეული ასაკიდან, 9-10 წლიდან ზევით, როდესაც ჯერ კიდევ ფორმირდება ყბა-სახისა და თანკბილვის პროცესი, თუმცა ზრდასრულ ასაკშიც ტარდება ბრეკეტებით მკურნალობა. რაც უფრო ადრეული ასაკიდან აღმოიფხვრება აღნიშნული პრობლემები, მით უფრო ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილი გექნებათ.
რა სახის ბრეკეტები არსებობს?
სტომატოლოგიის მუდმივი განვითარების შედეგად, არსებობს ბრეკეტ-სისტემების მრავალფეროვანი არჩევანი. თანამედროვე სტომატოლოგიაში არსებობს როგორც მოსახსნელი, ასევე მოუხსნელი კონსტრუქციები. სწორედ მოუხსნელ კონსტრუქციებს მიეკუთვნება მეტალის, კერამიკის, თვითლიგირებადი ან ლინგვალური ბრეკეტები. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან სხვადასხვა მახასიათებლებით და ფუნქციებით განსხვავდება.
მეტალის ბრეკეტები – კლასიკა ბრეკეტებში. არის ყველაზე მოთხოვნადი და ხელმისაწყდომი. მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირზე (ვესტიბულარულად), ახასიათებს საუკეთესო ფიქსაცია და აქვს სწრაფი და რაც მთავარია ეფექტური შედეგი. მკურნალობის გასახალისებლად, შესაძლებელია ბრეკეტებზე დასამაგრებელი რეზინების (ლიგატურების) ფერის შეცვლა პაციენტის სურვილისამებრ.
კერამიკის ბრეკეტები – მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირზე (ვესტიბულარულად) და მეტალის ბრეკეტებისგან განსხვავებით არის ნაკლებად შესამჩნევი. კერამიკა იმეორებს კბილის ფერს და შესაბამისად უფრო ესთეტიურია.
საფირის ბრეკეტები – საფირის ბრეკეტები წარმოადგენს სპეციალურად დამუშავებულ, სინთეტიკურ საფირისგან დამზდებულ ბრეკეტ სისტემას, რომელიც კერამიკის ბრეკეტების მსგავსად, მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირზე (ვესტიბულარულად). საფირის ბრეკეტ სისტემა მსგავსს სისტემებთან შედარებით ყველაზე გამჭვირვალეა (ნაკლებად შესამჩნევი) და შესაბამისად ყველაზე ესთეტიურია. არ აზიანებს კბილის ზედაპირს და სხვა სისტემებისგან განსხვავებით ნაკლებად იცვლის ფერს ფერადი საკვების/სასმელი (ფერს ჩაი, ყავა, სიგარეტი, ღვინო) მიღების შემთხვევაში. გარდა ამისა, სპეციალურად დამუშავებული მასალის წყალობით, საფირის ბრეკეტები ანტიალერგიულობით გამოირჩევა.
თვითლიგირებადი ბრეკეტები – მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირზე (ვესტიბულარულად). მეტალის ბრეკეტებისგან განსხვავებით, რეზინების (ლიგატურების) მაგივრად აქვს სპეციალური ჩამკეტები, რომლებიც უფრო სწრაფად ახდენენ კბილების მიმართულების შეცვლას.
ლინგვალური ბრეკეტები – კბილის შიდა ზედაპირზე კეთდება და შესაბამისად უხილავია. ლინგვალური ბრეკეტებით მკურნალობა ყველა ანომალიის დროს არ არის შესაძლებელი, დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევებზე და გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
აფუჭებს თუ არა ბრეკეტები კბილებს?
პროფესიონალი ორთოდონტის მიერ სწორად შემუშავებული მკურნალობის გეგმა ბრეკეტ-სისტემით არ აფუჭებს კბილებს. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია პაციენტის მიერ ჰიგიენის ყველა ეტაპის სწორად დაცვა.
რამდენ ხანში ასწორებს ბრეკეტები კბილებს?
ორთოდონტიული მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ანომალიის სირთულეზე. მკურნალობის ხანგრძლივობა 1-2 წლამდეა.
შეუძლია თუ არა ყველა მსურველს ბრეკეტებით მკურნალობა?
შესაძლებელია თუ არა ბრეკეტებით მკურნალობის დაწყება განსაზღვრავს მხოლოდ ორთოდონტი, მას შემდეგ რაც მოხდება პირის ღრუს დეტალური დათვალიერება და დიაგნოსტიკის ჩატარება.
რა არის ორთოდონტია?
ორთოდონტია მოიცავს ყბა–სახისა და კბილთა სისტემის ანომალიების შესწავლას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. პროფესიონალი ორთოდონტის მიერ ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობის გეგმის შედგენა, რის შედეგადაც უმჯობესდება არსებული ანომალიები.
როგორ ხდება ორთოდონტული მკურნალობა?
ორთოდონტური მკურნალობის დროს გამოიყენება ორთოდონტული აპარატები /კონსტრუქციები: ფირფიტები, კაპები, ბრეკეტები, ექსპანდერები და მინი იმპლანტები.
რა არის ინვიზალაინი?
ბრეკეტებით მკურნალობის ალტერნატივას გამჭვირვალე კაპები, ე.წ. ინვიზალაინი წარმოადგენს. ინვიზალაინი კბილების გასწორების უხილავი საშუალებაა, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებზე (Invisalign Kids), ასევე ზრდასრულებზეც.
რა უპირატესობები აქვს ბრეკეტებთან შედარებით?
რკინის კონსტრუქციებისგან განსხვავებით, გამჭვირვალე კაპებს ახასიათებს შემდეგი უპირატესობები:
- რთულად შესამჩნევია, გამჭვირვალეა
- მარტივად შესაგუებელია
- ჰიგიენა მარტივად დასაცავია
- არ საჭიროებს ექიმთან რეგულარულ ვიზიტებს
- საჭიროებისამებრ შესაძლებელია მოხსნა
რამდენი ხანშია შესაძლებელი სასურველი ეფექტის მიღება?
სასურველი ეფექტის მიღება შესაძლებელია 4 თვიდან 2 წლამდე, დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე.
არის თუ არა აუცილებელი ინვიზალაინის მუდმივად ტარება?
კაპების მოხსნა შესაძლებელია საკვების მიღების და ჰიგიენური პროცედურების ჩატარების დროს. დანარჩენ შემთხვევაში, საუკეთესო შედეგის მისაღებად აუცილებელია ტარება.
აზიანებს თუ არა კაპები კბილებს?
კაპები დამზადებულია სპეციალური პლასტმასისგან, რომელიც განკუთვნილია მუდმივად სატარებლად და შესაბამისად არ აზიანებს კბილებს და ღრძილებს.
რა არის ორთოდონტია?
ორთოდონტია მოიცავს ყბა–სახისა და კბილთა სისტემის ანომალიების შესწავლას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. პროფესიონალი ორთოდონტის მიერ ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობის გეგმის შედგენა, რის შედეგადაც უმჯობესდება არსებული ანომალიები.
როგორ ხდება ორთოდონტული მკურნალობა?
ორთოდონტური მკურნალობის დროს გამოიყენება ორთოდონტული აპარატები /კონსტრუქციები: ფირფიტები, კაპები, ბრეკეტები, ექსპანდერები და მინი იმპლანტები.
რა არის ფირფიტები?
ფირფიტები წარმოადგენს ორთოდონტულ კონსტრუქციას, რომელიც გამოიყენება 5-10 წლის ბავშვებში. მკურნალობის პროცესის გახალისების მიზნით, არსებობს სხვადასხვა ფერის ფირფიტები, რომლებსაც მოყვება შესანახი კოლოფები.
რამდენი წლიდან მივიყვანოთ ბავშვი ორთოდონტთან?
ყბებთან და კბილებთან დაკავშირებული პრობლემების უმეტესობა ბავშვთა ასაკში იწყებს განვითარებას. სწორედ ამიტომ, რეკომენდირებულია ბავშვის ორთოდონტთან ვიზიტი 5-6 წლის ასაკში.
რა უპირატესობა აქვს ადრეულ ასაკში მკურნალობის დაწყებას?
ადრეულ ასაკში ორთოდონტული მკურნალობის დაწყება ხელს უწყობს ყბის ძვლის სწორ განვითარებას და ყბა-კბილთა სისტემის სწორ ჩამოყალიბებას. 5-6 წლის ასაკში შედეგის მიღწევა და შენარჩუნება გაცილებით მარტივია.
რთულია თუ არა ფირფიტების შეგუება ბავშვისთვის?
საშუალოდ 3 დღეში, მას მერე რაც ბავშვი გაივლის მეტყველების და კვების ადაპტაციას, იგი მარტივად ეჩვევა ფირფიტის ტარებას.
რა არის ორთოდონტია?
ორთოდონტია მოიცავს ყბა–სახისა და კბილთა სისტემის ანომალიების შესწავლას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. პროფესიონალი ორთოდონტის მიერ ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობის გეგმის შედგენა, რის შედეგადაც უმჯობესდება არსებული ანომალიები.
როგორ ხდება ორთოდონტული მკურნალობა?
ორთოდონტური მკურნალობის დროს გამოიყენება ორთოდონტული აპარატები /კონსტრუქციები: ფირფიტები, კაპები, ბრეკეტები, ექსპანდერები და მინი იმპლანტები.
რა არის მინი იმპლანტები და რა დროს გამოიყენება?
მინი იმპლანტები წარმოადგენს ტიტანის დროებით საყრდენებს, რომლებიც ყბა-კბილთა გასწორების (ორთოდონტული) მკურნალობისას გამოიყენება. მინი იმპლანტები ეფექტურად ეხმარება კბილებს საჭირო მიმართულებით გადაადგილებაში.
რა უპირატესობა აქვს მინი იმპლანტებს?
მინი იმპლანტების ჩასმის შემთხვევაში შესაძლოა სრულიად აღარ დასჭირდეს პაციენტს ბრეკეტების გაკეთება ან მინიმუმამდე შემცირდეს ბრეკეტების ტარების პერიოდი.
მტკივნეულია თუ არა მინი იმპლანტების ჩასმა?
იმპლანტის მოთავსება ხდება ანესთეზიის ქვეშ, რის შედეგადაც პროცედურა უმტკივნეულოა. იმპლანტის მოთავსების მანიპულაცია საშუალოდ 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. პაციენტი ჩასმის შემდეგ მაშინვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
რა არის ორთოდონტია?
ორთოდონტია მოიცავს ყბა–სახისა და კბილთა სისტემის ანომალიების შესწავლას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. პროფესიონალი ორთოდონტის მიერ ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობის გეგმის შედგენა, რის შედეგადაც უმჯობესდება არსებული ანომალიები.
როგორ ხდება ორთოდონტული მკურნალობა?
ორთოდონტური მკურნალობის დროს გამოიყენება ორთოდონტული აპარატები /კონსტრუქციები: ფირფიტები, კაპები, ბრეკეტები, ექსპანდერები და მინი იმპლანტები.
რა არის ექსპანდერი?
ექსპანდერი არის ყბის გასაფართოვებელი, მოუხსნელი აპარატი, რომელიც თანკბილვის კორექციისთვის გამოიყენება. მაგრდება ძირითადად ზედა ყბაზე, სასის მხრიდან და ვიზუალურად შეუმჩნეველია.
როდის გამოიყენება ექსპანდერი?
ექსპანდერი გამოიყენება ბავშვებში, 6-7 წლიდან ზედა ყბის შესავიწროვებლად, ცხვირით სუნთქვის პრობლემების აღმოსაფხვრელად და მუდმივი კბილებისთვის ადგილის დეფიციტის დროს. შედეგად პაციენტი იწყებს სწორად სუნთქვას, მუდმივი კბილების ამოჭრა ხდება სწორად
მტკივნეულია თუ არა ექპანდერის ტარება?
ექსპანდერის ტარება არ არის მტკივნეული. დამაგრების დროს პაციენტი გრძნობს ყბის დაჭიმულობას, რომელიც 5 წუთში გაუვლის.
რამდენ ხანში მიიღწევა სასურველი შედეგი?
სასურველი შედეგის მიღწევა დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე, პაციენტის საჭიროებაზე. საშუალოდ ექსპანდერი 9 თვის განმავლობაში გამოიყენება.
რატომ უნდა მივმართო ორთოდონტს დროულად?
დროულად მიმართვის შემთხვევაში მკურნალობა ბევრად უფრო მარტივი და ეფექტურია. მუდმივი კბილების ამოჭრის პროცესი მიმდინარეობს სწორად და სუნთქვის დარღვევის პრობლემებიც იხსნება.