კბილების გათეთრება ZOOM 4!

რატომ უნდა ავირჩიოთ კბილების პროფესიონალური გათეთრება Philips ZOOM 4-ით?

კბილების პროფესიონალური გათეთრება Philips ZOOM,  წარმოადგენს ყველაზე მოთხოვნად და უსაფრთხო პროცედურას თანამედროვე სტომატოლოგიაში, რომელიც მხოლოდ 1 ვიზიტში ათეთრებს კბილებს 8 ტონამდე.  პროცედურის დროს ხდება კბილების გათეთრება ცივი სხივისა და მათეთრებელი გელის ურთიერთკავშირით. სწორედ ამიტომ, არ ხდება  კბილის ქსოვილების გადახურება და შესაბამისად დაზიანება.

მტკივნეულია თუ არა პროცედურა?

პროცედურა აბსოლიტურად უმტკივნეულოა.

რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა?

პროცედურა დაახლოებით 45 წუთი გრძელდება. გაითვალისწინეთ, რომ პროცედურის ჩატარების წინ აუცილებელია კბილების პროფესიონალური წმენდა.

რამდენ ხანშია ეფექტი და რამდენი ხანი ნარჩუნდება?

ეფექტი შესამჩნევია პროცედურის დასრულებისთანავე და კიდევ უფრო თეთრდება  1 საათის განმავლობაში. ეფექტის გაძლიერების და დიდი ხნით შენარჩუნების მიზნით, გამოიყენება მათეთრებელ გელი, რომელსაც ექიმი კაპებთან ერთად გაგატანთ სახლში. კაპების გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია თქვენს სურვილზე თუ რამდნ ტონამდე გსურთ გათეთრება.