რას ნიშნავს კაპებით გათეთრება?
კბილების გათეთრება კაპებით გულისხმობს ინდივიდუალურად დამზადებული კაპების საშუალებით მათეთრებელი გელის გამოყენებას, რომელიც 2 კვირის შემდეგ აღწევს გათეთრების მაქსიმალურ შედეგს. კბილები თეთრდება 4-8 ტონამდე, დამოკიდებულია ემალის სტრუქტურა და ფერზე.
რა უპირატესობები აქვს სხვა მეთოდებთან შედარებით?
- იოლი პროცედურა: კაპებით გათეთრების სიმარტივე მდგომარეობს იმაში, რომ პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ადგილას, ექიმისგან დამოუკიდებლად. (სახლში, მეგობართან, სამსახურში და ა.შ.).
- ღირებულება: სხვა მეთოდებთან შედარებით, კბილების გათეთრება კაპებით ნაკლებდანახარჯიანია.
რამდენი ხანი ნარჩუნდება შედეგი?
შედეგი ნარჩუნდება 1-2 წლის განმავლობაში. ხანგრძლივობა დამოკიდებულია გათეთრების შემდგომ მოვლაზე, რომელსაც ჰიგიენისტი დაგინიშნავთ.
ვის შეუძლია გაითეთროს კბილები?
კბილების გათეთრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს თუ მას აქვს ცოცხალი და ჯანსაღი კბილები. არ თეთრდება ბჟენები, ვინირები, გვირგვინები, ხიდები, პროთეზები. კბილების გათეთრებამდე აუცილებელია კბილების ჰიგიენური წმენდა.
უსაფრთხოა თუ არა კბილების გათეთრება კაპებით?
პროფესიონალური გათეთრება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მკურნალი ექიმის თანხმობის შემდეგ შეუძლია პაციენტს გაიკეთოს, არ წარმოადგენს საშიშროებას. სპეციალურად თქვენთვის დამზადებული კაპა მჭიდროდ ეკვრის კბილებს და შედეგად არ ზიანდება ღრძილები. ასევე კლინიკა იყენებს უმაღლესი ხარისხის გელებს, რომლის გამოყენების შედეგადაც გამორიცხულია ემალის დაზიანება.
ყოვლად დაუშვებელია მკურნალი ექიმის ჩართულობის გარეშე კბილების თვითნებური გათეთრება, სახლის პირობებში. ენდეთ პროფესიონალებს!
რა არის მხატვრული/ესთეტიური რესტავრაცია?
კბილის მხატრვრული/ესთეტიური რესტავრაცია წარმოადგენს კბილის დეფექტების გამოსწორებას სპეციალური ბჟენით, კომპოზიტური მასალით. პროცედურა ტარდება სხვადასხვა ესთეტიური პრობლემის აღმოსაფხვრის მიზნით ფრონტალურ (წინა) კბილებზე.
რა დროს არის საჭირო მხატვრული რესტავრაცია?
მხატრვრულ რესტავრაცია კეთდება როდესაც გსურთ:
- კბილის არასასურველი ფორმის შეცვლა
- ტრავმის შედეგად გატეხილი კბილის აღდგენა
- თანდაყოლილი ან შეძენილი კბილის დეფექტების აღმოფხვრა
- კბილზე გაჩენილი ბზარების გასწორება
- ძველი, ფერშეცვლილი ბჟენების (პლომბების) შეცვლა
- კბილის ფერის შეცვლა
- კბილებს შორის სივრცის შევსება
რა უპირატესობები აქვს მხატვრულ რესტავრაციას?
მხატვრული რესტავრაციას გააჩნია შემდეგი უპირატესობები:
- კეთდება პირველივე ვიზიტზე
- მინიმალურად ხდება კბილის ჯანსაღი ქსოვილის მოცილება
რა არის სქაისები?
სქაისი კბილის სამკაულია, რომელიც ძალიან მცირე ზომის სვაროვსკის თვალს წარმოადგენს. კბილების სამკაულები დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
როგორ ხდება სქაისის კბილზე დამაგრება?
ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ ცენტრში, პროფესიონალი ექიმი-თერაპევტები იდეალურად ასუფთავებენ და ამუშავებენ პაციენტის მიერ კბილზე შერჩეულ ადგილს და სპეციალური მასალით ამაგრებენ კბილზე.
მტკივნეულია თუ არა სქაისის დამაგრების პროცედურა?
პროცედურა აბსოლიტურად უმტკივნეულოა და გრძელდება10 წუთი.
აზიანებს თუ არა სქაისი კბილს?
სქაისი საერთოდ არ აზიანებს კბილს. სქაისი პროფესიონალების მიერ არის შემუშავებული, როგორც პირის ღრუს აქსესუარი და შესაბამისად მასალაც და ტექნოლოგიაც გათვლილია პირის ღრუში გამოსაყენებლად.
რამდენი ხანი ძლებს სქაისი კბილზე?
სქაისების გამძლეობა ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული. თუ რეგულარულად და სწორად იცავს პაციენტი პირის ღრუს ჰიგიენის წესებს, სქაისის ქვეშ არ გროვდება ნადები და შესაბამისად დიდი ხანი ძლებს. საუკეთესო ჰიგიენის შემთხვევაში სქაისებმა შესაძლოა 1 წელიც კი გაძლოს.
როგორ უნდა მოვიხსნა სქაისი თუ აღარ მომინდება?
იმ შემთხვევაში თუ მოგინდათ სქაისის მოხსნა, აუცილებელია ისევ ეწვიოთ ჩვენს კლინიკას და თქვენი ექიმი მოგხსნით, კბილის მინანქრის დაზიანების გარეშე.