დიაგნოსტიკა

დეზინფექცია და სტერილიზაცია

ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ ცენტრში უდიდესი ყურადღება ეთმობა ინსტრუმენტების სტერილიზაციას და პაციენტის უსაფრთხოებას. თითოეული პაციენტის შემდეგ სტერილიზაცია უკეთდება კაბინეტს სადეზინფექციო საშუალებებით. ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში განლაგებულია ბაქტერიოციდული ნათურები.

სპეციალურად მოწყობილ სტერილიაციის კაბინეტში, უმაღლესი სტანდარტის აპარატურის მეშვეობით ინსტრუმენტები დამუშავების შემდეგ ეტაპებს გადის:

ცივი სტერილიზაცია (ქიმიური)

თერმული სტერილიზაცია

ავტოკლავით სტერილიზაცია, 134 გრადუსზე

შეფუთული სტერილური ინსტრუმენტები ბაქტერიოციდული ნათურებით აღჭურვილ სასტერილიზაციო ბანკებში ინახება.

კოვიდ-19 პანდემიის პირობებში, პაციენტებისა და თანამშრომლების მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, ცენტრში დამატებით განთავსდა ინოვაციური კორეული სადეზინფექციო მოწყობილობა – ბიო-პლაზმა.

ბიო-პლაზმა ცენტრის სრულ სივრცეს თითქმის 100%-ით იცავს მიკროორგანიზმითა თუ ვირუსებით გამოწვეული დაავადებებისგან, ზედმიწევნით წმენდს, ადეზინფიცირებს და ასუფთავებს გარემოს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან.

სტომატოლოგიური მიკროსკოპი

გარდა ამისა, მანიპულაციების უმეტესობა ტარდება სტომატოლოგიური მიკროსკოპის გამოყენებით, რომელიც თანამედროვე სტომატოლოგიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. მიკროსკოპი სამუშაო ველს ანათებს და დაახლოებით 30-ჯერ ადიდებს, რაც საშუალებას აძლევს ექიმს მაქსიმალური სიზუსტით ჩაატაროს პროცედურა. შედეგად ზედმეტად არ ზიანდება კბილის ჯანსაღი ქსოვილები და ვიღებთ იდეალურ შედეგს.

საკონსულტაციო აპარატურა

ცენტრის ყოველი კაბინეტი აღჭურვილია პირის ღრუს (ორალ) ვიდეო კამერით, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის სრულფასოვან კონსულტაციას. თანამედროვე აპარატურის მეშვეობით, პაციენტს შესაძლებლობა აქვს ეკრანზე გამოტანილი გამოსახულების დახმარებით, მკაფიოდ დაინახოს პირის ღრუში არსებული ისეთი პრობლემები, რომლებიც სარკეში ჩახედვით არ ჩანს.

სადიაგნოსტიკო აპარატურა

ანნა მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, ბოლო თაობის ციფრული აპარატურით, რომელიც ხასიათდება მინიმალური დასხივებით. აღნიშნული აპარატურით შესაძლებელია დიაგნოსტიკური კვლევების სრულფასოვანი ჩატარება და შედეგად სწორი დიაგნოზის დასმა.

1.3D კომპიუტერული ტომოგრაფია
2.ცეფალომეტრია
3.ორთოპანტომოგრაფია